ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში საჯარო კონკურსი გამოცხადდა

30 ოქტომბერი 2008
საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოცხადებულ იქნა საჯარო კონკურსი ყვარლის და ლაგოდეხის რაიონული სასამართლოების აპარატების მანდატურის სამსახურების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.

კონკურსის პირობების, საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კონკურსში მონაწილეობისათვის წარსადგენი საბუთების ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია მიმდინარე წლის 22 და 30 ოქტომბრის ,,24 საათი" გაზეთებში, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე www.psb.gov.ge და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე http://hcoj.gov.ge/ ვაკანსიის სპეციალურ გვერდზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტ: 27 31 14