საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოცხადებულ იქნა საჯარო კონკურსი გორის, მცხეთის, ხონის, მარტვილის, ჩხოროწყუს, ხობის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ლანჩხუთის და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოების აპარატების მანდატურის სამსახურების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.
კონკურსი ეწყობა იმ პირებს შორის, რომლებიც შეიტანენ განცხადებას კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და დააკმაყოფილებენ საკონკურსო მოთხოვნებს. `საერთო სასამართლოების შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, მისაღები კანდიდატების ასაკი განსაზღვრულია 22-დან 50 წლამდე.
კონკურსში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ როგორც სახელმწიფო მოსამსახურეებმა (დაკავებული სახელმწიფო თანამდებობის მიუხედავად), ისე პირებმა, რომლებიც არ იმყოფებიან სახელმწიფო სამსახურში, არიან საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქეები, ფლობენ საქართველოს სახელმწიფო ენას და აქვთ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სასამართლოს მანდატურად არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოში წერილობით განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
1. ავტობიოგრაფია;
2. განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობის (დიპლომი) ასლი;
3. უკვე გაცემული შრომის წიგნაკის ასლი;
4. ორი ფოტოსურათი;
5. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
საბუთები მიიღება შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოში განცხადების გამოქვეყნების დღიდან ორი კვირის ვადაში 10.00 საათიდან 17.00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
კონკურსის პირობებისა და წარსადგენი საბუთების ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია მიმდინარე წლის 6 მარტის გაზეთში `24 საათი”, საჯარო სამსახურის ბიუროსa www.psb.gov.ge და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე http://hcoj.gov.ge დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტ: 27 31 14