ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რაიონული სასამართლოების გაერთიანების პროცესი გრძელდება

18 სექტემბერი 2007

   
  სასამართლო რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან  მიმართულებას რაიონული სასამართლოების გაერთიანება და მაგისტრატი მოსამართლის ინსტიტუტის შემოღება წარმოადგენს. გორის, კასპის და ჯავის რაიონული სასამართლოების ლიკვიდაციის შედეგად Mმათ სამოქმედო ტერიტორიაზე 2007 წლის17 სექტემბრიდან   გორის რაიონული სასამართლო შეიქმნა, რომელიც სამი კოლეგიისგან: სამოქალაქო საქმეთა, სისხლის სამართლის საქმეთა და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისგან შედგება Gგორის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა 9 მოსამართლით განისაზღვრა, აქედან სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში – 3 მოსამართლეა, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში – 4 მოსამართლე, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაშიერთი.                                                                                                      გორის რაიონულ სასამართლოში ერთი მაგისტრატი მოსამართლე თავის უფლებამოსილებას კასპის მუნიციპალიტეტში განახორციელებს. მაგისტრატი მოსამართლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.