2010 წლის 6 მარტს, 9 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შენობაში ჩატარდება პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სამართალწარმოების ენას.
გამოცდა ჩატარდება ტესტური მეთოდით, ერთ ტურად.
პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზებასა და ჩატარებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახორციელებს.