"დედამიწის საათის" დღესთან და "პალიტრის" 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 28 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით სავაჭრო ცენტრ "დიდუბე პლაზას" ეზოში პროექტი "მაკულიტერატურა" აქციას მართავს, აღნიშნულში საქართველოს იუსტიცის უმაღლესმა საბჭომაც მიიღო მონაწილეობა.
აქციის ფარგლებში შეგროვილი ძველი წიგნები, თაბახის ფურცლები და ჟურნალ-გაზეთები ახალ წიგნებში გადაცვალეს. 500-ზე მეტი დასახელების ჩამონათვალიდან შერჩეულ წიგნებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ბავშვთა სახლებს გადასცემს და მათ ბიბლიოთეკას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.