პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1966 წლის 11 ივნისს ქ. ზესტაფონში.
განათლება
1993 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
1983-1984 წლებში იყო ,,საქსოფდამზადების“ გარდაბნის სამეურნეობათშორისო რაიონული გაერთიანების იურიდიული განყოფილების პრეტენზიონისტი.
1987-1992 წლებშ მუშაობდა საქართველოს შსს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურში.
1995-1997 წლებში იყო ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათშორის ურთიერთობათა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში.
1998-2000 წლებში იყო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სახალხო დამცველის რწმუნებული სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში.
1995-2000 წლებში იყო ნ. დუმბაძის სახელობის ჰუმანიტარულ ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის უფროსი მასწავლებელი.
1997-2001 წლებში იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის უფროსი მასწავლებელი.
2000-2002 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის გადასახდებისა და შემოსავლების კომიტეტის მთავარი სპეციალისტი.
2001-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს იურისტთა ასოციაციაში ადვოკატად.
2003 – 2005 წლებში იყო ხარაგაულის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2005 – 2006 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2006 - 2010 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.
2010-2020 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.
2019 - 2020 წლებში იყო საკვალიფიკაციო პალატის თავმჯდომარე.
2020 წლის დეკემბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.