პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1978 წლის 30 ოქტომბერს ქ. ჭიათურაში.
განათლება
1996 წელს დაამთავრა ქ.ჭიათურის N 8 საშუალო სკოლა.
2001 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2003 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.
2004 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2008 წელს წელს მონაწილეობა მიიღო სემინარში - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, უწყვეტი არსებითი სასამართლო განხილვა, ეფექტური სასამართლო სისტემის მექანიზმები(ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისია საქართველოში).
2009 წელს ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2009 წელს მონაწილეობა მიიღო სემინარში - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-5, მე-6 მუხლები(იუსტიციის სამინისტრო, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი).
2012 წელს წელს გაიარა ტრენინგი - არასათანადო მოპყრობის საჩივრებთან დაკავშირებული გამოძიების შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან(ევროპის საბჭო, იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი).
2015 წელს გაიარა ტრენინგი- ბიზნეს ხელშეკრულებების დადება(საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია).
2010 წელს ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.
2014-2015 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
2014 წელს გაირა სასწავლო კურსი - გერმანიის სასამართლოს, პროკურატურის და პენიტენციალური სისტემა და საქმიანობა(ქ. ჰამბურგში, გერმანია).
2014 წელს გაიარა სასწავლო კურსი - ევროპის საბჭოს და ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს საქმიანობა და გადაწყვეტილებები(ქ. სტრასბურგი, საფრანგეთი).
სამუშაო გამოცდილება
2003-2005 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი, თბილისის ნაძალადევის რაიონის ადვოკატურის ადვოკატი.
2007-2016 წლებში მუშაობდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში ადვოკატად.
2016-2020 წლებში იყო ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2020 წლის აგვისტოდან არის რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.