პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1976 წლის 10 ნოემბერს ქ. თბილისში.
განათლება
1993 წელს დაამთავრა თბილისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის N 55 საშუალო სკოლა.
1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
1998-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო სასამართლოების მატერიალური ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტში სპეციალისტად.
1998-2004 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.
2004-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამოსამართლოს ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტში კონსულტანტისა და უფროსი კონსულტანტის თანამდებობებზე.
2006-2008 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე.
2008-2019 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.
2017-2019 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის თავმჯდომარე.
2013-2017 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
2019 წლის ივნისში დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2021 წლის სექტემბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე.
2021 წლის 31 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩია.