პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1972 წლის 14 აპრილს ქ. თბილისში.
განათლება
1994 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2002 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი „პარიზი 8“-ს იურიდიული ფაკულტეტი (საუნივერსიტეტო სწავლების ტრანსევროპული მობილობის პროგრამის (TEMPUS) ფარგლებში).
სამუშაო გამოცდილება
1993-1996 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის პროკურატურის კანცელარიის მდივნად.
1996-1998 წლებში იყო ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის პროკურატურის სტაჟიორი.
1999-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს საინვესტიციო ცენტრში იურისტად.
2000-2005 წლებში მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ისტორიის კათედრაზე ლაბორანტად.
2005-2006 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
2006-2017 წლებში იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი.
2017 წლის მაისიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.