ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნუგზარ სხირტლაძე

ნუგზარ სხირტლაძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1960 წლის 31 აგვისტოს ქ. თბილისში

განათლება

1977 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 115 საშუალო სკოლა

1985 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი

1998 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა

1999 წელს გაიარა მოსამართლეთა სწავლების ლექტორის მოსამზადებელი კურსები - ნევადის შტატის ქ. რინუს ნაციონალური იურიდიული კოლეჯი, ოჰაიოს შტატის ქ. კოლამბუსის მოსამართლეთა სწავლების ცენტრი

სამუშაო გამოცდილება

1986-1987 წლებში იყო რედაქტორი საქართველოს კანონთა წიგნის მომზადების რედაქციაში

1987-1991 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ინფორმაციის სამმართველოს უფროსი კონსულტანტი; ამავე განყოფილების მთავარი კონსულტანტი

1991-1993 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, კანონმდებლობის სამმართველოს კანონპროექტების მომზადების განყოფილების მთავარი კონსულტანტი

1993-1997 წლებში იყო საკანონმდებლო განზრახულებათა და კანონმდელობის სისტემატიზაციის სამმართველოს კანონმდებლობის სისტემატიზაციის განყოფილების უფროსი; სამმართველოს უფროსის მოადგილე

1997-1998 წლებში იყო სახელმწიფო კანცელარიის პრეზიდენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის რეფერენტი

1998-1999 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე

1999 წელს იყო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე

1999 წლიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

2001 წლიდან დღემდე არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრი

2015-2017 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის წევრი

2013-2019 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრი

2019 წლის დეკემბრიდან არჩეულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე