პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1963 წლის 16 თებერვალს ხულოს რაიონში.
არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ბრძოლების მონაწილე, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი.
განათლება
1980 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა.
1992 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ქ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
1985-1992 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში რიგითი პოლიციელის, არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექტორისა და უბნის ინსპექტორის თანამდებობებზე.
1992-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს პროკურატურის სისტემაში ხულოს რაიონის პროკურატურის გამომომძიებლად და პროკურორის თანაშემწედ.
1997-2000 წლებში მუშაობდა ხულოს რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.
2000-2005 წლებში მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლედ.
2005-2010 წლებში იყო რეზერვის მოსამართლე.
2010-2015 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი/ადვოკატი.
2016 წლის იანვრიდან არის ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ხულოს მუნიციპალიტეტში.
2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.