პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1965 წლის 13 ნოემბერს ქ. სამტრედიაში.
განათლება
1982 წელს დაამთავრა სამტრედიის N 3 საშუალო სკოლა.
1992 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
2011 წელს იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო სამართლის მიმართულების დოქტორანტი.
2000 წელს „ტასისი“-ს პროგრამის ფარგლებში მონაწილეობდა სასწავლო პროგრამებში გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში, კერძოდ ბერლინისა და ბრემენის სასამართლოებში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
2003 წელს მონაწილეობდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ ჩატარებულ ტრენინგებში მოსამართლეთათვის თემაზე - საარჩევნო სამართალი.
2007 წელს იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) მიერ ორგანიზებული სემინარის მონაწილე თემაზე - სამოქალაქო საპროცესო უფლებებთან მუშაობის მეთოდები.
2011 წელს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროგრამის ფარგლებში - ,,სამართლისა და იუსტიციის რეფორმების კონსულტაცია სამხრეთ კავკასიაში“, მონაწილეობას იღებდა არამატერიალური ქონებრივი სიკეთისა და საკონკურენციო სამართლის მაქს-პლანკის ინსტიტუტში საავტორო და პატენტის სამართლის პრობლემატურ საკითხებზე(მიუნხენი).
სამუშაო გამოცდილება
1983-1985 წლებში იყო სამტრედიის საწესჩვეულებო მომსახურების კომბინატის საქმეთა მმართველი.
1985-1987 წლებში იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N 2 საამშენებლო ტრესტის კომლექტაციის სამმართველოს კადრების ინსპექტორი.
1992-1993 წლებში იყო თბილისის იურიდიულ-პედაგოგიურ კოლეჯის მასწავლებელი.
1999-2000 წლებში იყო ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის საქალაქო სამმართველოს იურიდიული სექტორის უფროსი სპეციალისტი.
1994-1996 წლებში იყო ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი.
1997-2000 წლებში იყო თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი.
2000-2002 წლებში იყო თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2002-2004 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი.
2002-2005 წლებში იყო ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2005-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლე.
2009-2010 წლებში იყო ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი.
2010-2011 წლებში იყო კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის სამართლის სკოლის(CSL) ლექტორი.
2012-2015 წლებში იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „სამედიცინო მედიაციის სამსახურის“, სამედიცინო დავების განხილვისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი.
2013-2015 წლებში იყო სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე, დირექტორი, დირექტორის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი.
2015-2020 წლამდე იყო სამტრედიის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ხონის მუნიციპალიტეტში.
2020 წლის ივნისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლე.