პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1968 წლის 24 აპრილს ქ.თბილისში.
განათლება
1985 წელს დაამთავრა თბილისის N 15 საშუალო სკოლა.
1995 წელს დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
1986-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი ინფორმატიკისა და კანონმდებლობის სისტემატიზაციის განყოფილების ინსპექტორად.
1997-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კონსულტანტად.
1999-2009 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2009-2014 წლებში მუშაობდა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროს სპეციალისტად.
2015 წელს (მაისამდე) მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში იურიდიული დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად.
2015-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2019-2022 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.
2022 წლის ნოემბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.