ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნინო ჩინჩალაძე

ნინო ჩინჩალაძე

ნინო ჩინჩალაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1986 წლის 29 დეკემბერს ქ. რუსთავში

განათლება

2004 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის N5 საჯარო სკოლა

2008 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ბაკალავრიატი

2010 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრატურა

2008 წელს გაიარა ტრენინგები - ადგილობრივი დემოკრატია, საერთაშორისო გამოცდილება; street law

2009 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით

2010 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა

2010 წელს გაიარა ტრენინგი - სასამართლო ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის რეფორმის პროექტი "სასამართლო მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა"

2011-2019 წლებში იუსტიციის უმაღლესი სკოლაში გაიარა შემდეგი ტრენინგები - დისკრიმინაციის მიმართულების სტატისტიკის ანალიზის ფორმების შევსების შესახებ; სამართლებრივი მართლწერა; სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაული; ქალტა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა; მტკიცებულებათა ცნება (შეფასება, დაშვება, გამოკვლევა, გამოქვეყნება და დემონსტრირება); სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის ფორმა, მისი დასაბუთება და ტექსტის სტილისტიკური გამართულობა; განაჩენის დასაბუთება, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება და დასაბუთება, ნასამართლეობის მოხსნა; სასამართლო განაჩენთა დასაბუთება; ეფექტუეი კომუნიკაცია და მისი როლი მომსახურებაში

2022 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით

2023-2024 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი

სამუშაო გამოცდილება

2008-2009 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრაქტიკანტი

2009-2010 წლებში იყო ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს პრაქტიკანტი

2010-2011 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაჟიორი

2011-2015 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის სხდომის მდივანი

2015-2023 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე

2024 წლის 1 ოქტომბრიდან განწესებულია თბილისის საქალაქო სასამართლოსადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით