ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნინო ჩახნაშვილი

ნინო ჩახნაშვილი

ნინო ჩახნაშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1981 წლის 29 სექტემბერს.

განათლება

2004 წელს დაამთავრა ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2004 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2006-2007 წლებში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი კომპლექსური სასწავლო კურსი და წარმატებით ჩააბარა გამოცდა.

2006-2007 წლებში სტაჟირება გაიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში.

2014 წელს წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2016-2017 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2007-2008 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ბიუროს მოსამართლის თანაშემწედ.

2008 წლის დეკემბრიდან დაინიშნა ამავე კოლეგიის ბიუროში მოსამართლის თანაშემწედ.

2013 - 2016 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების მოსამართლის თანაშემწე.

2016-2018 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის სამდივნოს მოსამართლის თანაშემწე.

2018-2019 წლებში იყო იყო თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2019-2024 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.

2024 წლის ივლისიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის მოსამართლე.