პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1971 წლის 29 სექტემბერს ქ. ოზურგეთში.
განათლება
1988 წელს დაამთავრა გურიანთის საშუალო სკოლა.
1993 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
1993-1995 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს სამეურნეო კანონმდებლობის სამმართველოს ეკონომიკური რეფორმის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების კონსულტანტად.
1995 წელს მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს სასამართლო საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს სააღსრულებო წარმოების განყოფილების უფროს კონსულტანტად.
1995-1996 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო წარმოების განყოფილების უფროსად.
1996-1997 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს სასამართლო დეპარტამენტის სასამართლოს მიერ იურიდიულ პირთა რეგისტრაციის სექტორის უფროს კონსულტანტად.
1997-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრის თანაშემწედ.
2000-2003 წლებში არჩეულ იქნა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს წევრად საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციის მიერ.
2003-2005 წლებში იყო თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2005-2013 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2013-2020 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2016 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2020 წლის ივნისიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.