ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნინო ყანჩაველი

ნინო ყანჩაველი

ნინო ყანჩაველი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1982 წლის 25 აპრილს ქ. გორში.

განათლება

1999 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსთავის ქართული გიმნაზია.

2005 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2009-2011 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2005-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მთავარ სპეციალისტად.

2006-2007 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის რეფერენტი.

2007-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2011-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2019 წლის ივნისიდან დანიშნულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.