პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1969 წლის 30 ივლისს ქ. თბილისში
განათლება
1986 წელს დაამთავრა თბილისის პირველი ექსპერიმენტული საშუალო სკოლა
1988-1993 წლებში სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობის სპეციალობით
სამუშაო გამოცდილება
1994-1995 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამეურნეო სამმართველოს საუწყებო ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილების უფროსი კონსულტანტი
1996 -1997 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კერძო სამართლის სამმართველოს ეკონომიკური კანონმდებლობის განყოფილების მთავარი კონსულტანტი
1997-1998 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის სამმართველოს უფროსი
1998-2000 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი
2000-2002 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე
2002-2012 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წევრი/მოსამართლე
2013-2019 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე
2019 წლის დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე
2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის მარტამდე იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
2019 წლის დეკემბრიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წევრი და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე
2020 წლის მარტიდან არჩეულია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ 10 წლის ვადით
2020 წლის ოქტომბრიდან არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე