პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1989 წლის 9 აგვისტოს ქ. ქუთაისში
განათლება
2006 წელს დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლა
2010 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი
2012 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის მაგისტრატურა
2011 წელს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით
2011 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი
2019 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში
2020-2021 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი
სამუშაო გამოცდილება
2010 წლის მარტიდან სექტემბრამდე იყო ააიპ ,,თბილისელების ადვოკატის" იურიდიული კონსულტანტი
2010 წლის აპრილიდან ივნისამდე იყო სტაჟიორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიულ კლინიკაში
2011 წელს იყო სტაჟიორი თბილისის სააპელაციო სასამართლოში
2012-2014 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მომსახურების ცენტრის წამყვანი სპეციალისტი
2014-2016 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის სხდომის მდივანი
2016-2018 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე
2018-2020 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სამდივნოს მთავარი კონსულტანტი - მოსამართლის თანაშემწე
2020 წელს იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მთავარი კონსულტანტი
2022 წლიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე