ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნინო სანდოძე

ნინო სანდოძე

ნინო სანდოძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1973 წლის 18 ოქტომბერს ქ. რუსთავში.

განათლება

1990 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის N 21 საშუალო სკოლა.

1995 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

1999 წელს დაამთავრა თბილისის ეკონომიკის, სამართლისა და ინფორმაციის საერთაშორისო ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი.

2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.

სამუშაო გამოცდილება

1997-1999 წლებში მუშაობდა ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნად.

1999-2005 წლებში მუშაობდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2005-2018 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2018-2021 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.

2019 წლის აგვისტოდან არის „საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციის“ გამგეობის წევრი.

2021 წლის დეკემბრიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.