პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1965 წლის 28 აპრილს ქ. თბილისში.
განათლება
1982 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა.
1987 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.
1999 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
1989-1992 წლებში მუშაობდა სსრკ შსს რეგიონალურ კრიმინოლოგიური პრობლემების საკავშირო სამეცნიერო ინსტიტუტის მე-6 კავკასიის განყოფილების უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად.
1992-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის შსს დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლად.
1997-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს ადმინისტრაციული და სააღსრულებლო წარმოების ინსპექტორად.
1999-2000 წლებში მუშაობდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნად.
2000-2001 წლებში მუშაობდა ადვოკატთა კავშირში, ადვოკატთა გაერთიანება „ვაკეში“.
2002 წლის იანვრიდან კითხულობს ლექციებს ადმინისტრაციული სამართლის, სახელმწიფოსა და სამართლის თეორიაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორად და ჰუმანიტარულ განყოფილებებზე.
2002-2003 წლებში მუშაობდა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში სპეციალისტად. იმავე წლიდან მუშაობდა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტში მოწვეულ სპეციალისტად.
2003-2005 წლებში იყო თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2005-2015 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2016 წლის თებერვლიდან არის რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევმდე.