პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1983 წლის 22 დეკემბერს ქ. თბილისში.
განათლება
2001 წელს დაამთავრა თბილისის N 187 საშუალო სკოლა.
2006 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი - სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
2008 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწეობის პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2008 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2010 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2010-2011 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2006-2007 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის კანცელარიაში სპეციალისტად.
2007-2008 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ბიუროს საორგანიზაციო განყოფილებაში სხდომის მდივნად.
2008-2010 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწედ.
2011-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში კონსულტანტად.
2012 წლის მარტიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.