პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1977 წლის 31 აგვისტოს ქ.თბილისში.
განათლება
1994 წელს დაამთავრა ქ.თბილისის N 12 საშუალო სკოლა.
2000 წელს დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2001 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2001-2002 წლებში გაიარა სტაჟირება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრისა და ლიცენზირების დეპარტამენტში.
2002 - 2005 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტი.
2005 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2008 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება საერთო სპეციალიზაციით.
2008 წლის ივნისიდან 2009 წლის ოქტომბრამდე იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
2008 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
სამუშაო გამოცდილება
2001-2002 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის კათედრის მკვლევარი.
2002 წელს ჩააბარა საკვალიფიკაციო გამოცდა საქართველოს ადვოკატთა კოლეგიაში და გაიარა 6 თვიანი სტაჟირება ვაკის რაიონულ ადვოკატურაში.
2002-2005 წლებში მუშაობდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წამყვან სპეციალისტად.
2009-2010 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ, ასევე იყო სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე.
2011-2012 წლებში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას(შპს. საადვოკატო ბიურო „კაუზა“ დირექტორი, შპს. საადვოკატო ბიურო „ჭკადუა, მამულაშვილი პარტნიორები“ დირექტორი).
2013-2017 წლებში იყო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი.
2017-2022 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2020 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2022 წლის ოქტომბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.