ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნინო თარაშვილი

ნინო თარაშვილი

ნინო თარაშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1986 წლის 10 იანვარს ქ. თბილისში.

განათლება

2003 წელს დაამთავრა თბილისის N 3 ქართული გიმნაზია.

2007 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი ბაკალავრის აკადემიური ხარისხით.

2014 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხით.

2008 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი და წარმატებით ჩააბარა გამოცდა.

2013 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2017 წელს დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლა.

2010-2016 წლებში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის, ადამიანის უფლებების, მენეჯმენტისა და კომუნიკაციის თემებზე გამართული არაერთი კონფერენციის, სემინარის, სამუშაო შეხვედრისა და ტრენინგის მონაწილე, მათ შორის 2010 წელს ნაფიც მსაჯულთა სისტემის გაცნობის მიზნით.

სამუშაო გამოცდილება

2006  წელს გაიარა სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში.

2007-2015 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის კანცელარიის სპეციალისტად, შემდეგ ამავე კოლეგიის სხდომის მდივნად და მოსამართლის თანაშემწედ.

2016-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის უფროსი კონსულტანტი (მწერალი-თანაშემწე).

2017-2019 წლებში იყო ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2019-2023 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2023 წლის თებერვლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.