პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1988 წლის 24 ივნისს ქ. გორში.
განათლება
2005 წელს დაამთავრა ქ. გორის N 9 საშუალო სკოლა.
2009 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2009 წელს გაიარა ადვოკატთა ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.
2011 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა.
გავლილი აქვს მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი სასწავლო კურსი.
2017 წელს გაიარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი.
2018 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში.
2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2009 წელს იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სტაჟიორი.
2011-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივანი.
2012-2020 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე.
2021-2022 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2022 წლის ნოემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.