ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნინო ელიეშვილი

ნინო ელიეშვილი

ნინო ელიეშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1977 წლის 15 ოქტომბერს დაბა ჩოხატაურში.

განათლება

1993 წელს დაამთავრა ქ. ოზურგეთის N 1 საშუალო სკოლა.

1998 წელს დაამთავრა თბილისის საბაზრო ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2000 წელს დაამთავრა სულხან-საბას სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპარსული ენის ფაკულტეტი.

1999 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2006 წლის ნოემბერში ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

დამატებითი ინფორმაცია

1998-1999 წლებში იყო თბილისის იურიდიული ინსტიტუტის ლექტორი.

1998-2004 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის ,,იურიდიული კლინიკის” სამოქალაქო ჯგუფის ხელმძღვანელი.

2000-2002 წლებში იყო სულხან-საბას სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის მასწავლებელი.

2000-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტად.

2005 წელს მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატად.

2006-2007 წლებში მუშაობდა ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურის თბილისის ადმინისტრატორ-ადვოკატად.

2007 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2017 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.