ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნინო გერგაული

ნინო გერგაული

ნინო გერგაული

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1974 წლის 16 ივლისს ხაშურის რაიონის სოფელ გომში.

განათლება

1991 წელს დაამთავრა სოფელ გომის საშუალო სკოლა.

1997 წელს დაამთავრა ქ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

სამუშაო გამოცდილება

1996-1997 წლებში გაიარა სტაჟირება საგარეო საქმეთა სამინისტროში.

1998-2002 წლებში მუშაობდა სახელმწიფო დაცვის სამსახურის ანალიტიკურ განყოფილებაში.

2002-2005 წლებში იყო შპს „გიორგი გოგნაძე და კომპანიის“ ადვოკატი.

2006 წელს მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში კონსულტანტად.

2006-2007 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2007-2009 წლებში იყო ბორჯომის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, მივლინების საფუძველზე უფლებამოსილებას ახორციელებდა გორის რაიონულ სასამართლოში და იმავდროულად ბორჯომის რაიონულ სასამართლოში.

2009 წლიდან არის გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.