ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნინო გალუსტაშვილი

ნინო გალუსტაშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1992 წლის 30 აპრილს ქ. მცხეთაში

განათლება

2010 წელს დაამთავრა ქ.მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მუხრანის პირველი საჯარო სკოლა

2014 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი

2017 წელს დაამთავრა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრატურა

2023 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის მიმართულებით

2023-2024 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი

სამუშაო გამოცდილება

2016 წელს იყო სტაჟიორი და შემდეგ კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტი მცხეთის რაიონულ სასამართლოში

2016-2017 წლებში იყო დუშეთის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სხდომის მდივანი

2018-2020 წლებში იყო სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის სხდომის მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოში

2020-2023 წლებში იყო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე თბილისის საქალაქო სასამართლოში

2024 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე