ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნინო ბუაჩიძე

ნინო ბუაჩიძე

ნინო ბუაჩიძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1978 წლის 21 იანვარს დაბა ხარაგაულში.

განათლება

1994 წელს დაამთავრა დაბა ხარაგაულის N 1 საშუალო სკოლა.

2007 წელს დაამთავრა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი ’’იბერია’’, მინიჭებული აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობაში.

2013 წელს დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლა.

2012-2013 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2001- 2005 წლებში მუშაობდა საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მბეჭდავ-ოპერატორად.

2005 -2009 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ბიუროს კანცელარიის სპეციალისტის, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ბიუროს კანცელარიის სპეციალისტისა და სხდომის მდივნის პოზიციებზე.

2009-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის რეფერენტად, შემდეგ მოსამართლის თანაშემწედ.

2013-2014 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კონსულტანტი.

2014 წელს დაინიშნა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლედ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში და მივლინების საფუძველზე უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

2015 წლის აგვისტოსდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.