ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნინო ბაქაქური

ნინო ბაქაქური

ნინო ბაქაქური

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1974 წლის 11 მაისს ქალაქ თბილისში

განათლება

1991 წელს დაამთავრა თბილისის N 3 ქართული გიმნაზია

1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, იყო აკ. სიმონ ჯანაშიას სახელობის სტიპენდიანტი

2001 წელს დაამთავრა თბილისის იურიდიული ინსტიტუტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია

2002-2003 წლებში იყო საერთაშორისო სამართლის მკვლევარი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ჯგუფში(ვაშინგტონი, აშშ)

2006 წელს დაამთავრა ნიუ–იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრის წოდება (LL.M.).  იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტიპენდიანტი. 2009 წლიდან აქვს იურიდიული პრაქტიკის უფლება ნიუ–იორკის შტატში(ნიუ-იორკი, აშშ)

სამუშაო გამოცდილება

1998-2004 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, უფროსი იურისტი, იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი, პროექტის დირექტორი

2004 წელს იყო საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის იურიდიული მრჩეველი

2004-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე, საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართლის კოლეგიის წევრი

2005-2008 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წევრი

2007 წელს იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორი

2007-2010 წლებში იყო კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტ–პროფესორი

2008-2014 წლებში იყო იურიდიული კომპანია „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ პარტნიორი

2011-2012 წლებში იყო საქართველოს ამერიკის სავაჭრო პალატის სამართლის ექსპერტი

2012-2014 წლებში იყო თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კომერციული სამართლის კლინიკის ლექტორი

2014 წლის ოქტომბრიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი და სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე

2015-2017 წლებში იყო საკვალიფიკაციო პალატის წევრი