ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნიკოლოზ მარგველაშვილი

ნიკოლოზ მარგველაშვილი

ნიკოლოზ მარგველაშვილი

მოსამართლე, სასამართლოს თავმჯდომარე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1985 წლის 19 ოქტომბერს ქ. ქუთაისში.

განათლება

2003 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის N 2 საშუალო სკოლა.

2007 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი.

2010 წელს დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.

2009 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2010 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2010 წელს ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2012-2013 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2014 წელს გაიარა კურსი - ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგიაში, ეფექტიანობის აუდიტის მეთოდოლოგიასა და შიდა აუდიტის საფუძვლებში.

სამუშაო გამოცდილება

2007-2008 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კანცელარიაში სპეციალისტად.

2008-2010 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად.

2010-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში სხდომის მდივნად.

2011-2012 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სისხლის სამართლის საქმეთა სექტორის უფროსად.

2013-2014 წლებში მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების ბიუჯეტის ანალიზის დეპარტამენტში წამყვან აუდიტორად.

2014-2015 წლებში მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტში წამყვან აუდიტორად.

2016-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2019 წლის მაისიდან არის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2019 წლის ივლისიდან არის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე.