პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1982 წლის 28 დეკემბერს ქ. თბილისში
განათლება
2000 წელს დაამთავრა თბილისის N 125 საჯარო სკოლა
2005 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი
2005 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა
2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა
2008 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა
2009 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის ტესტური გამოცდა
2009-2023 წლებში გაიარა იუსტიციის უმაღლესი სკოლის და სხვა დონორი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული არაერთი პროფესიული ტრენინგი და სემინარი (სისხლის სამართის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთება/კულტურა, სამართლებრივი მართლწერა, საქმეთა ნაკადის მართვა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და სხვა.
2023 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა
სამუშაო გამოცდილება
2004-2005 წლებში გაიარა სტაჟირება ქ.თბილისის პროკურატურაში
2006-2007 წლებში იყო გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს გამომძიებელი (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო)
2008-2009 წლებში იყო ადვოკატი (სისხლის სამართლის სპეციალიზაცია) სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში
2009 წელს იყო სტაჟიორი თბილისის საქალაქო სასამართლოში
2009 წელს იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სისხლის სამართლის საქმეთა სექტორის სპეციალისტი
2009-2022 წლებში იყო სხდომის მდივანი/მოსამართლის თანაშემწე თბილისის საქალაქო სასამართლოში
2022-2023 წლებში იყო მოსამართლის თანაშემწე თბილისის სააპელაციო სასამართლოში
2024 წლის დეკემბრიდან არის საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ჭიათურის მუნიციპალიტეტში