პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1971 წლის 5 იანვარს თერჯოლის რაიონში.
განათლება
1988 წელს დაამთავრა თერჯოლის რაიონის N 2 საშუალო სკოლა.
1994 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა, ადვოკატთა საკვალიფიკაციო და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები.
სამუშაო გამოცდილება
1995 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი, ასევე 1995 წლიდან მუშაობდა ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის ადვოკატურაში.
2006-2016 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2016 წლის თებერვლიდან 2021 წლის სექტემბრამდე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.
2019 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2021 წლის სექტემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.