ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნატა თედეშვილი

ნატა თედეშვილი

ნატა თედეშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1966 წლის 6 იანვარს ქარელის რაიონში.

განათლება

1982 წელს დაამთავრა ქარელის რაიონის სოფელ ავლევის საშუალო სკოლა.

1985 წელს დაამთავრა თბილისის სამრეწველო-ეკონომიკური ტექნიკუმი საქმისწარმოების ორგანიზაციის სპეციალობით.

1992 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

1989-1994 წლებში მუშაობდა რუსთავის სასამართლოს სხდომის მდივნად.

1994-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის რუსთავის იურიდიული კონსულტაციის ადვოკატად.

2001-2003 წლებში იყო ქარელის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2003 წელს დაინიშნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.

2005-2007 წლებში ახორციელებდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას.

2011 წლის მარტიდან ნოემბრამდე მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გარდაბნის რაიონულ სასამართლოში.

2011-2013 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

2013 წლის იანვრიდან არის რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.