პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1971 წლის 30 მაისს ქ. თბილისში.
განათლება
1988 წელს დაამთავრა თბილისის N 132 საშუალო სკოლა.
1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
1991-1992 წლებში მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში თავმჯდომარის მოადგილის პირად მდივნად.
1993-1996 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოქალაქეთა საჩივრებისა და მიღების განყოფილებაში ინსპექტორად.
1999 წელს მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს პრაქტიკისა და განზოგადების განყოფილების კონსულტანტად.
1999-2000 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.
2000 წელს მუშაობდა საქართველოს იუსტიციის საბჭოს სასამართლო პერსონალის სექტორის კონსულტანტად.
2000-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის საბჭოს კანცელარიის გამგედ.
2003-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.
2005 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
2016 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2019 წლის აგვისტოდან არის „საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციის“ გამგეობის წევრი.