პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1975 წლის 29 ნოემბერს ქ. სამტრედიაში.
განათლება
1992 წელს დაამთავრა სამტრედიის N 7 საშუალო სკოლა.
1997 წელს დაამთავრა ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
1999 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის გამოცდა.
2005 წელს ჩააბარა მოსამართლების საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით.
2005 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალობით.
2007-2009 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
1997 წელს მუშაობდა სპს ,,აბაშის ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტში“ ლექტორად.
2000 წელს მუშაობდა ნ. ნიკოლაძის სახელობის საქართველოს მრავალპროფილიან აკადემიაში ლექტორად.
2005-2006 წლებში მუშაობდა საადვოკატი ფირმა ,,სამართალში“ ადვოკატად.
2006 წელს მაისიდან ნოემბრამდე ხელშეკრულებით მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსულტანტად სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის სამდივნოში.
2007 წელს მუშაობდა საადვოკატო ფირმა ,,სამართალში“ ადვოკატად.
2009-2016 წლებში მუშაობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწედ.
2016 წლიდან არის ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.
2019 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2019 წლის ივნისიდან მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიაში.
2021-2024 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2024 წლის ივლისიდან არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის მოსამართლე.