ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნანა ჭიჭილეიშვილი

ნანა ჭიჭილეიშვილი

ნანა ჭიჭილეიშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1964 წელის 27 დეკემბერს ქ. თბილისში.

განათლება

1982 წელს დაამთავრა თბილისის N 60 საშუალო სკოლა.

1990 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

1999 წელს დაამთავრა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტ "აჭარის" იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

1991-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამართლებლივი ინფორმატიკისა და კანონმდებლობის სისტემატიზაციის განყოფილების ინსპექტორად.

1999 წელს მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში კადრების განყოფილების წამყვან სპეციალისტად.

1999-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში სასამართლო სხდომის მდივნად.

2003-2005 წლებში იყო აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე.

2005-2006 წლებში იყო აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

2006-2012 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინებული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

2012-2013 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

2013 წელს იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ახალგორის მუნიციპალიტეტში.

2013-2015 წლებში მივლინებული იყო და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2016-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2016 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2019 წლის სექტემბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.