ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნანა ჩალათაშვილი

ნანა ჩალათაშვილი

ნანა ჩალათაშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1961 წლის 24 აპრილს გურჯაანის რაიონის სოფ. კარდენახში.

განათლება

1978 წელს დაამთავრა წალენჯიხის რაიონის დაბა ჯვარის N 1 საშუალო სკოლა.

1985 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

1985-1986 წლებში სტაჟირება გაიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

1987-2011 წლებში იყო ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.

2011-2013 წლებში იყო გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლე.

2013 წლის ივნისიდან არის გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2022-2023 წლებში დაკისრებულიჰქონდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება.

2023 წლის თებერვლიდან არის გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.