ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნანა დარასელია

ნანა დარასელია

ნანა დარასელია

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1977 წლის 28 აპრილს ქ. სოხუმში.

განათლება

1993 წელს დაამთავრა ქ. სოხუმის №1 საშუალო სკოლა.

1998 წელს დაამთავრა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის - „იბერიას’’ იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2001 წელს დაამთავრა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის სინქრონული თარგმნის განყოფილება, ინგლისური ენის სპეციალობით.

1999 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი კურსი და სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტესტური გამოცდა.

2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით.

2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

სამუშაო გამოცდილება

2002-2003 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

2003-2004 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მოსამართლის თანაშემწე.

2004-2005 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს საერთო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

2005-2007 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს აპარატის უფროსის თანამდებობაზე.

2006-2007 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის კონსულტანტი.

2007-2010 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინებულ იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად.

2010-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2019 წლის ივლისიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.