ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნანა აფციაური

ნანა აფციაური

ნანა აფციაური

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1983 წლის 31 ივლისს ქ. თბილისში.

განათლება

2000 წელს დაამთავრა თბილისის სკოლა-ლიცეუმი „ცოდნა’’.

2005 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართლისმცოდნეობის სპეციალობით.

2008 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა (სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით).

2013 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით).

2015 წელს დაამთავრა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლა.

სამუშაო გამოცდილება

2005-2008 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად.

2008-2014 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.

2014-2015 წლებში სწავლობდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.

2015 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2018 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.