პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1976 წლის 23 ნოემბერს ქ.თბილისში.
განათლება
1993-1998 წლებში სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
1994-1997 წლებში სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის პრესის თეორიისა და პრაქტიკის განყოფილების ჟურნალისტიკის სპეციალობაზე.
2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
2007 წელს სოციალური კვლევისა და პოლიტიკის ანალიზის საერთაშორისო ცენტრში გავლილი აქვს სასწავლო კურსი - პიროვნული რესურსების მენეჯმენტი.
2014 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
2014-2015 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
1997 წელს მუშაობდა შპს „აუდიტ-ცენტრის“ იურისტად.
2003 წელს მინიჭებული აქვს მეორე კლასის იურისტის სპეციალური წოდება.
1997-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კონსულტანტის, უფროსი კონსულტანტის, იუსტიციის საბჭოს წევრის თანაშემწის, სასამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების სექტორის უფროსის, ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის, სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობებზე.
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციის მიერ 2001 წელს არჩეულ იქნა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს წევრად.
2008-2015 წლებში მუშაობდა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ იურისტის, სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განმხილველი პირის/სემეკთან ურთიერთობის კოორდინატორის თანამდებობებზე.
2016 წლის ივლისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2019 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.