ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნათია მერაბიშვილი

ნათია მერაბიშვილი

ნათია მერაბიშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1981 წლის 2 ნოემბერს ქ. თბილისში.

განათლება

1999 წელს დაამთავრა ქ. ახალციხის ი. ჭავჭავაძის სახელობის N 5 საშუალო სკოლა.

2004 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი.

2006-2007 წლებში ლექციების კურსს კითხულობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალში იურიდიულ ფაკულტეტზე.

2011-2012 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2005 წლის მარტიდან სექტემბრამდე მუშაობდა შპს იურიდიულ ფირმა "სიმართლეში“ ადვოკატად.

2005 წელს ასევე მუშაობდა შპს "ახალციხის რაიონულ პოლიკლინიკაში“ იურისტის თანამდებობაზე.

2005 წლის სექტემბრიდან ოქტომბრამდე მუშაობდა ახალციხის საგადასახადო ინსპექციაში სპეციალისტად.

2005-2011 წლებში მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე.

2012-2022 წლებში იყო ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2019 წლის ივლისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2022 წლის ოქტომბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.