ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნათია მარშანია

ნათია მარშანია

ნათია მარშანია

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1985 წლის 14 ივლისს.

განათლება

2002 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 186 საჯარო სკოლა.

2006 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი იურიდიული განხრით.

2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართალში.

2008 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის მაგისტრატურა იურიდიული განხრით.

2011 წლიდან არის  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი.

2014 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში.

2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2014 წელს გამოქვეყნებული აქვს  სტატია თემაზე - ,,დაზღვევის ხელშეკრულების დადების მომენტი საზღვარგარეთის ქვეყნების სამართლის მიხედვით, სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალში ,,თემიდა“.

სამუშაო გამოცდილება

2007-2008 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი.

2008-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.

2017-2019 წლებში წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე - მთავარი კონსულტანტი.

2020 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.