პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1975 წლის 17 იანვარს ქ. ბათუმში.
განათლება
1992 წელა დაამთავრა ქ. ქუთაისის N 1 საშუალო სკოლა.
1997 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
1996-1999 წლებში მუშაობდა შპს ''ჯორჯიან იმპორტში'' იურიდიულ კონსულტანტად.
1999-2000 წლებში სტაჟირება გაიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კანონმდებლობისა და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტში.
2002-2005 წლებში მუშაობდა საადვოკატო ფირმაში ადვოკატად.
2005-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2007-2012 წლებში მივლინებული იყო და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
2012 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.