პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1983 წლის 9 მაისს.
განათლება
2005 წელს დაამთავრა თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
2005 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი სასწავლო კურსი სამოსამართლო სწავლების ცენტრში.
2006 წლის თებერვალში ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის პრეტედენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2006 წლის მარტში ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2006 წლის მაისში ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2012 წლის მაისში ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2015-016 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2006-2010 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივნად.
2010-2011 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწედ.
2012 წლის მაისიდან ნოემბრამდე მუშაობდა შპს „გაბ ჯგუფის“ იურისტად.
2012-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკის სამმართველოს კონსულტანტად.
2016 წლის ივლისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2019 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.