ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნათია ბუსკაძე

ნათია ბუსკაძე

ნათია ბუსკაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1981 წლის 3 ივლისს ქ. თბილისში.

განათლება

1998 წელს დაამთავრა ზაჰესის საშუალო სკოლა.

2003 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2010 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციით.

2012 წელს დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლა.

სამუშაო გამოცდილება

2003-2007 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის სპეციალისტი, ხოლო შემდეგ მთავარი სპეციალისტი.

2007-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში რეფერენტად.

2008-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწედ.

2011 წლის თებერვლიდან-დეკემბრამდე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტში, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მრჩევლის თანამდებობაზე.

2011-2012 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2012 წლის ოქტომბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.