ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნათია ბარბაქაძე

ნათია ბარბაქაძე

ნათია ბარბაქაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1984 წლის 30 სექტემბერს ქ. თბილისში.

განათლება

2001 წელს დაამთავრა საჯარო სკოლა-ლიცეუმი „ბაკალავრი’’.

2006 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2008 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა და მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2012 წელს დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლა.

სამუშაო გამოცდილება

2006-2007 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივანი.

2007-2011 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.

2011-2012 წლებში სწავლობდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.

2012-2015 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ბაღდათის მუნიციპალიტეტში.

2015 წლის დეკემბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.