ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მურთაზ კაპანაძე

მურთაზ კაპანაძე

მურთაზ კაპანაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1965 წლის 09 იანვარს ქ. ზესტაფონში.

განათლება

1981 წელს წარჩინებით დაამთავრა ზესტაფონის N 1 საშუალო სკოლა.

1990 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

სამუშაო გამოცდილება

1990-1995 წლებში მუშაობდა ვანის რაიონის პროკურატურაში ჯერ პროკურორის თანაშემწის, ხოლო შემდეგ პროკურორის უფროსი თანაშემწის თანამდებობაზე.

1995 წელს დაინიშნა იმერეთის საოლქო პროკურატურაში პროკურორის თანაშემწედ.

1996-2004 წლებში მუშაობდა იმერეთის საოლქო პროკურორის უფროს თანაშემწედ სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხაზით.

2004-2006 წლებში იყო დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორად.

2006-2016 წლებში იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

2017 წლის მაისიდან არის სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.