ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოსხენება მართლმსაჯულების ეფექტურობაზე (CEPEJ)

02 მაისი 2013

2013 წლის 1 მაისს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეწვივნენ ევროპის საბჭოს ეფექტური მართლმსაჯულების ევროპული კომისიის (CEPEJ) წარმომადგენლები.

სტუმრებმა წარმოადგინეს მართლმსაჯულების სისტემების ეფექტურობის ჯგუფის პროექტის მოხსენება, რომელიც შეეხებოდა სასამართლო სისტემის ეფექტურობის მდგომარეობას აღმოსავლეთ პარტიონორობის ქვეყნებში (საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და მოლდოვა).

მოხსენებაში უაღრესად დადებითად არის შეფასებული საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის შედეგები უფრო ეფექტური სასამართლო სისტემის განვითარების მიმართულებით.

მოხსენება მოიცავს მართლმსაჯულების ბიუჯეტის, სასამართლო სისტემის მენეჯმენტის, საქმეთა ნაშთის, საქმეთა ნაკადის მართვის, პროდუქტიულობისა და სხვ. საკითხებს.

ქართველი და ევროპელი კოლეგები შემთანხმდნენ შემდგომ თანამშრომლობაზე ეფეტური მართლმსაჯულების განვითარების მიზნით.