უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენის პროცესი იწყება.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება 14 ივლისს გოჩა აბუსერიძესთან და თამარ ოქროპირიძესთან გაიმართება. კანდიდატები ანბანური თანმიმდევრობით გამოცხადდებიან, მოსმენა 11:00 საათზე დაიწყება.